ავტორიზაცია все шаблоны для dle на сайте newtemplates.ru скачать
 
  • 11:42 – აფხაზეთიდან გადმოსვენებული 18 მებრძოლისა და 4 მშვიდობიანი მოქალაქის ნეშტი ამოცნობილია. 
  • 19:51 – რეალი - იუვენტუსის მთავარ არბიტრს სიკვდილით ემუქრებიან 
  • 23:37 – ქუთაისში იხსნება „Barber shop”-ი / ვაკანსია/ 
  • 11:42 – აფხაზეთიდან გადმოსვენებული 18 მებრძოლისა და 4 მშვიდობიანი მოქალაქის ნეშტი ამოცნობილია. 

დაცულია თუ არა პერსონალური მონაცემები ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში?

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 3 000 სტუდენტს სტატუსი შეუჩერდა. სასწავლებლის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სტატუსის შეჩერება რამდენიმე მიზეზის გამო მოხდა. ეს ის სტუდენტები არიან, რომლებსაც სტატუსი შეუჩერდათ ფინანსური ვალდებულების შეუსრულებლობის, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის, უცხოეთში სწავლის, აკადემიური ჩამორჩენილობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და ა.შ.

სტუდენტებისათვის სტატუსის შეჩერებას წინ უსწრებდა მეტად არასასიამოვნო ფაქტი. ადმინისტრაციამ ვერ უზრუნველყო მათი პერსონალური მონაცემების დაცვა. უფრო კონკრეტულად, უნივერსიტეტის ერთ ერთ კორპუსში ფინანსური პრობლემების მქონე სტუდენტების პირადი ინფორმაცია გაასაჯაროეს. სხვა დროს ალბათ ამას ყურადღებას არავინ მიაქცევდა, მაგრამ უკვე ცხადია ადამიანებმა იციან თავიანთი უფლებების შესახებ და ეს ქმედება გააპროტესტეს.

საქმე იმაშია, რომ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების პირადი ნომრებისაინფორმაციო დაფაზეგამოაკრეს.გამოქვეყნებულ ინფორმაციაში იმ პირთა მონაცემები იყოწარმოდგენილი, რომლებსაც სწავლის თანხის გადაუხდელობის გამო სტუდენტის სტატუსი დროებით შეუჩერდათ. ფაქტზე მოკვლევა პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატმა უკვე დაიწყო.

"პერსონალური ინფორმაციის დაცვის თანმშრომლებმა უკვე დაიწყეს აღნიშნული საკითხის მოკვლევა, რის შემდეგაც გადაწყდება არის თუ არა აღნიშნული შემთხვევა დარღვევა" - აცხადებენ პერსონალური მონაცემთა დაცვის აპარატში.თავის მხრივ, მოკვლევა ასევე დაიწყეს სასწავლებელშიც.

პერსონალური მონაცემი არის ნებისმიერი მონაცემი, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებად ან იდენტიფიცირებულ ფიზიკურ პირს. მაგალითად, სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საბანკო ინფორმაცია, ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტა, ინფორმაცია მის საკუთრებაში არსებული ქონების შესახებ ან სხვა მონაცემი, რომლითაც შესაძლებელიაპირის პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით იდენტიფიცირება, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით, ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური მახასიათებლებით.პერსონალური მონაცემების დაცვა თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი გამოწვევაა. საერთაშორისო კვლევების თანახმად, ერთი ადამიანის მონაცემები საშუალოდ 250-დან 1000-მდე ბაზაშია რეგისტრირებული, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით კი მილიონობით ადამიანის შესახებ ინფორმაციის დამუშავებას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება. მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე დისკუსია საჯარო ინტერესსა და მოქალაქის პირადი ცხოვრების უფლებას შორის ბალანსის უზრუნველყოფის აუცილებლობაზე ჩვენს ქვეყანაშიც აქტუალურია.


სტუდენტების პირადი ნომრების საინფორმაციო დაფებზე გამოკვრა (თვალსაჩინო ადგილზე) შეუმჩნეველი არ დარჩენია ადგილობრივ მედიას. საინფორმაციო სააგენტო „ქუთაისიპოსტმა“ ამ ფაქტს რამდენიმე სტატია მიუძღვნა. მედიაში გამოქვეყნებული მასალის შემდეგ, სტუდენტების პირადი ნომრების გამოქვეყნებაზე წერეთლის უნივერსიტეტში საქმის მოკვლევა დაიწყო. მის შესწავლას სასწავლებლის დისციპლინარულიკომისია ახდენს. მანამდე კი სტუდენტების პერსონალური მონაცემები ,საინფორმაციო კედლიდან ჩამოხსნეს.სასწავლებლის რექტორის, გიორგი ღავთაძის თქმით, პირადი ნომრების გამოქვეყნების მიზეზები საქმის შესწავლის შემდგე გახდება ცნობილი."დისციპლინარული საქმისწარმოების საკითხზე შეხვედრას გავმართავ, რის შემდეგაც მოხდება მოკვლევა რატომ მოხდა პირადი ნომრების გამოქვეყნება. როდესაც მოვიკვლევთ საკითხს ამის შემდეგ გადაწყდება ვის, რა სახით დაეკისრება პასუხიმგებლობა. ვფიქრობ, ამას დიდი დრო არ დასჭირდება", - განუცხადა ჟურნალისტებს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ღავთაძე.მისი თქმით, წერეთლის უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში სტატუსშეჩერებული სტუდენტების პირადი ნომრების გამოქვეყნება, შესაძლოა, გარკვეული მიზეზების გამო მოხდა." ჩემი აზრით,ვინც გამოაქვეყნა იმ პიროვნებამ იფიქრა, რომ ერთ კურსზე ხშირად არიან სტუდენტები იდენტური სახელებით და გვარებით და რომ არ არეოდათ სტუდენტებს და სწრაფი რეაგირება მოეხდინათ სწორედ ამიტომ გამოაკრავდა. თუმცა, საქმის წარმოების პროცესში ჩვენ ყველა მონაწილეს მოვუსმენთ და მათ არგუმენტებსაც გავიგებთ",-განმარტავს გიორგი ღავთძე.

ერთ ერთმა სტუდენტმა, ირაკლი მექვაბიშვილმა აღნიშნული საქციელი სოციალურ ქსელში გააკრიტიკა და მას ბევრი თანამოაზრე გამოეხმაურა. ვინმეს, თუ რამეში დასჭირდებოდასტუდენტთა პირადი ნომრები ფოტოს ვერ გადაუღებდა? თუ თაბახი სჭირდებოდა მაინც და მაინც? ან საერთოდ რატომ აკრავენ პირად ნომრებს საინფორმაციო დაფაზე? სწავლის საფასურს თუ არ იხდის სტუდენტი ეს მას პირადად უნდა შეატყობინო და არა საჯაროდ!“- დაწერა სტუდენტმა.

ის რომ ეს ახალგაზრდებს აღელვებს და სულერთი არ არის, ეს უკვე პოზიტიური სიგნალია საზოგადოებაში. მე და ჩემს თაობას (როცა მათი ასაკისვიყავით და ცოტა მერეც), აზრადაც არ მოგვივიდოდა თუ ეს ქმედება დარღვევა იყო, რადგან აქამდე არაფერი გვსმენოდა პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ.

პერსონალური მონაცემების დაცვა დემოკრატიულ საზოგადოებაში ადამიანის ფუნდამენტურიუფლებების დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონით დამრღვევის მიმართ გათვალისწინებულია ადმინისტრაციული ჯარიმები 100 (ასი) ლარიდან 10 000 (ათიათას) ლარამდე ოდენობით. პერსონალური მონაცემების დაცვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ნებისმიერ პირს, იქნება ეს საჯარო-საბიუჯეტო თუ კერძო დაწესებულება. ამავე დროს პერსონალური მონაცემების დაცვა არ არის აბსოლიტური უფლება და შეიძლება დაექვემდებაროს სახელმწიფოს მხრიდან კანონმდებლობით გათვალისწინებულ გარკვეული შეზღუდვებს.მაგრამ აქ არ მგონია ამასთან გვქონდეს საქმე.

  წყარო: NewsTab.ge
  სტატიის ავტორი: დათო ლიკლიკაძე
Like: 
  • Не нравится
  • 0
  • Нравится
დატოვე კომენტარი
  • დღეს
  • რეიტინგული
ვალუტის კურსი
სოციალური ქსელი
  • Facebook
  • Вконтакте
  • Twitter